
მისაბმელების გაყიდვა და გაქირავება
საბარგულში თქვენ შეგიძლიათ როგორც შეიძინოთ, ასევე იქირაოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ევროპული ხარისხის მისაბმელები, რომლებიც გამოირჩევა სიმსუბუქით, გამძლეობით, ვიზუალით, უსაფრთხოებით. მისაბმელის შერჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები,
ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მათი ნაწილები და აქსესუარები.
ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მათი ნაწილები და აქსესუარები.

მისაბმელის ტენტები და აქსესუარები
მისაბმელებთან ერთად ასევე გთავაზობთ: მისაბმელის დაბალ და მაღალ ტენტებს, მოხსნადი, დასაშლელი კონსტრუქციით, ასევე სამაგრებს, მოტოციკლეტების, კვადროციკლეტების სამაგრებს, რელსებს, ასაგორებელ საშუალებებს, სპეციალურ დამჭერ თოკებს, რემნებს და სხვა კომპონენტებს

კომერციული მისაბმელები
ჩვენ მზად ვართ მივიღოთ შეკვეთა და დაგიმზადოთ თქვენზე მორგებული კომერციული ჯიხურები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კვების ობიექტებად, ისე სასაწყობე, სამაცივრე და სხვა კომერციული დანიშნულებით. ისე რომ მისი ტრანსპორტირება მსუბუქი ავტომანქანითაც კი შეძლოთ

საბუქსირეს შერჩევა და მონტაჟი
ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენი მანქანისთვის ისეთი საბუქსირე, რომელიც მეტად უსაფრთხოს გახდის მისაბმელის ჩაბმას. საბუქსირეს შერჩევის დროს ყურადღება ექცევა საბუქსირე ბურთულას, მის დაკიდების სიმაღლეს, თითოეული კომპონენტის მაქსიმალური გამწეობის რესურსს (კილოგრამებს), ჩამკეტ მოწყობილობებს და ვიბრაციის აღმოფხვრის სისტემებს

ელექტროობის მონტაჟი
თუ თქვენს მანქანას არ აქვს შესაბამისი ელექტრო სოკეტი, რომელზეც უნდა დაერთდეს მისაბმელი, ჩვენ შეგვიძლია შეგირჩიოთ და დაგიმონტაჟოთ ის. რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ უსაფრთხოდ გადაადგილდეთ თქვენი მისაბმელით როგორც დღის ისე ღამის საათებში